Fistulina hepatica (Schaeff.) With.

Fistulina hepatica (Schaeff.) With.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Fistulina hepatica (Schaeff.) With.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ღვიძლა სოკო (1), ხორცა სოკო (რაჭ.) (2), ხბოს ხორცაი (რაჭ.) (3).

აღწერა

ნაყოფსხეული — მომრგვალო ენისებრი, ხორცოვანი, 8–25 სმ. დიამეტრის და 2–6სმ. სისქის, რომელიც გადადის მოკლე გვერდით ფეხში, ახალგაზრდა სოკოს ზედაპირი სტრუქტურით გავს ხბოს ენას, ხავერდოვანი, ოდნავ წებოვანი, მოწითალო ხორცისფერი, შემდეგ ხდება მუქი ყავისფერი, პრიალა და მშრალი. ფეხი — მოკლე, გვერდითი, მურა წითელი, ძირში მუქი ბუსუსებით. რბილობი — სისხლისფერი, თეთრი, მკვრივი ძარღვისებრი ჩანართებით. წააგავს ახალ ხორცს ან ღვიძლს. შეიცავს დიდი რაოდენობით წითელ წვენს. სპორები — კვერცხისებრი, გლუვი, ღია ყავისფერი, 4.5–6 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — გვხვდება იშვიათად, ზაფხულში და შემოდგომაზე, ძირითადად იზრდება მუხაზე და წაბლზე, ზოგჯერ წიფელზე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).

გამოყენება

საჭმელად გამოიყენება ნორჩობაში, ნედლი (1).

რაჭა — „ბავშვობაში, ბებია აგროვებდა ამ სოკოს, გაჭრისას რბილობი წითლად იცვარება და მართლა ხბოს ხორცს გავს, იშვიათია და ყველაზე გემრიელ სოკოდ თვლიან აქ“ (3).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. დარახველიძე, ი. (2014) სოფ. ღვიარა, ამბროლაური.
  3. მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
  4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ.  და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).