Hericium erinaceus (Bull.) Pers.

Hericium erinaceus (Bull.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Hericium erinaceus (Bull.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

გულა სოკო (1), ბაბუწვერა (თიან.) (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — გულის ფორმის, მსხლისებრი ან უფრო მომრგვალო, 5-40 სმ-მდე დიამეტრის, მთლიანად დაფარული მოგრძო — 2–7 სმ-მდე ეკლოვანი წანაზარდებით. თავიდან მოვარდისფრო, შემდეგ თეთრი, მოყვითალო, კრემისფერი და ღია ჩალისფერი ელფერით. რბილობი — თეთრი, ხორცოვანი, გაშრობისას ყვითლდება. სპორები — კვერცხისებრი ან მომრგალო-ელიფსური, გლუვი ან ოდნავ ხაოიანი, მოთეთრო-მოყვითალო ან ღია კრემისფერი, 4–5.5 X 5–6.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ფოთლოვან ხეებზე, ძირითადად მუხაზე, ზაფხულ-შემოდგომით, იშვიათი სოკოა.
გავრცელება — საქართველოს ყველა რეგიონში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნედლი (1).

თიანეთი — „იშვიათი სოკოა, ძალიან გემრიელია“ (2).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მამადაშვილი, თ. (2014) თიანეთი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).