Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt.

Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

გარდამრიდა, ყურა სოკო (1), ყურჭატა (გურ.) (1), კაცისყურა (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — მჯდომარე, ადამიანის ყურის ფორმის, 3–15 სმ-მდე დიამეტრის, ნაოჭიანი, ელასტიური, ცვილისებრი, გარედან მოყვითალო-მოყავისფრო, მონაცრისფრო ან ხორცისფერი, წვრილხავერდოვანი. შიგნითა მხრიდან გლუვი და უფრო მუქი ფერის. რბილობი — ცვილისებრი, გამჭვირვალე, გახმობისას პერგამენტისებრი. სპორები — ელიფსური, გლუვი, 12–19 X 4–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე, ცოცხალ და გამხმარ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთერებით დიდგულაზე და მურყანზე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელად გამოიყენება ნორჩობაში, ნედლი (2).

გურია — „ყურჭატაი საჭმელი სოკოს სახელია“ (4). აჭარა — „ყურჭატაი ხეებზე იზრდება, აბედივითაა, არ ვჭამთ“ (5).

წყარო

  1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  2. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. ჟღენტი, ს. (1936) გურული კილო: გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი. ტფილისი: სსრკ მეც. აკად. საქ. ფილ. გა-მა.
  5. კვიხაიძე, ე. (2016) სოფ. რიყეთი, ხულო.