Chlorophyllum rachodes (Vittad.) Vellinga

Chlorophyllum rachodes (Vittad.) Vellinga
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Chlorophyllum rachodes (Vittad.) Vellinga
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

რბილობწითელა წეროსწვივა (1).

აღწერა

ქუდი — 10–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად სფეროსებრი, შემდეგ ქოლგისებრი, დახეთქილი და ბოჭკოვანი, მონაცრისფრო-მოყვითალო ან მოჟანგისფრო-მურა ზედაპირით, რომელიც მეჩხერად განწყობილი, ოთხკუთხა, მომსხო, მოყავისფრო შეფერილობის ქერცლებითაა დაფარული. ფეხთან მიმაგრების ადგილას რგოლით (კოლარიუმით) შეზრდილი მოთეთრო ფირფიტებით. ფეხი — 10–22 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ძირში ბოლქვისებრი, მოთეთრო-მოყავისფრო შეფერილობის. საყელო მოთეთრო-მურა, ფეხის მიმართ მოძრავია. რბილობი — თეთრი, ჰაერზე მოწითალო ხდება, განსაკუთრებით ფეხში. სპორები — ელიფსური, ზოგჯერ ფართო-ელიფსური ან მომრგვალო-მსხლისებური, გლუვი, მკრთალი კრემისფერი, თეთრი ან უფერული, 8.5–13 X 5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში და ტყისპირებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).