Clavariadelphus pistillaris (L.) Donk

Clavariadelphus pistillaris (L.) Donk
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Clavariadelphus pistillaris (L.) Donk
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

კომბალა სოკო (1).

აღწერა

ნაყოფსხეული — კომბლის, კვერთხის ან გურზის ფორმის, 10–30 სმ-მდე სიგრძის და 2–5 სმ-მდე სიგანის, ზოგჯერ მონარინჯისფრო-მოყვითალო, ლიმნისფერი ელფერით, ზოგჯერ მოყავისფრო-მოყვითალო აგურისფერი ელფერით, ზოგჯერ უდაბნოს ქვიშისფერი-ოხრა, ხელის დაჭერისას მოწითალო-მოყავისფრო ელფერს იძენს. ფეხი ძირისკენ ვიწროვდება. სპორები — ელიფსური, გლუვი ზედაპირით, მოთეთრო ან მკრთალი მოყვითალო-კრემისფერი, 9–14 X 5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად წიფლნარში, ზოგჯერ, ფოთლებით უხვად დაფარულ ტყისპირებშიც, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — ჯავახეთი, კახეთი (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).