

ადგილობრივი სახელწოდება
მინდვრის სოკო (1).
აღწერა
ქუდი — 5–20 სმ-მდე დიამეტრის. ბალიშისებრი, ხორცოვანი. ზედაპირი ჯერ ფქვილისებრი ნაფიფქითაა დაფარული, შემდეგ გლუვი ხდება. თავიდან კიდეები შეკეცილი აქვს, შემდეგ – რამდენადმე გაშლილი. ღია მონაცრისფრო ან მონაცრისფრო-მოყავისფრო. ფირფიტები მოთეთრო შეფერილობის, შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი, კრემისფერი. ფეხი — 6–12 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ძირში ბოლქვისებრი, მოთეთრო შეფერილობის. რბილობი — მოთეთრო, ფქვილისთვის დამახასიათებელი სუნით. სპორები — ელიფსური, გლუვი, უფერული ან მკრთალი მოყვითალო, 5–8 X 3–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში და ტყისპირებში, მინდვრებსა და მდელოებზე, ასევე, პარკებსა და ბაღებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).