ადგილობრივი სახელწოდება
ფიმფა (სვან.), ხის ჯაგარი (სვან.) [1], ხის ხავსი (თუშ.) [3], ფიჭვის ხავსი (თუშ.) [4]
მორფოლოგიური აღწერა
თალუსი სწორმდგომი, ყოველმხრივ ძლიერ დატოტვილი, ზედაპირზე ხშირი წვრილი დვრილისებრი გამონაზარდებით და გრძელი ფიბრილებით. სორედიები ჩვეულებრივ არა აქვთ. გულგულის შრე საკმაოდ მჭიდროდ ჩაწნული ქსოვილით. აპოტეციუმები ყოველთვის სახეზეა, ძირითადად თალუსის ბოლოებზე, 4-10 მმ დიამეტრის, კიდეებზე საკმაოდ გრძელი ფიბრილებით.
ჰაბიტატი
ხის ქერქზე.
გავრცელება
აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, ქართლი, მთიულეთი, თრიალეთი, მესხეთი [5].
ტრადიციული გამოყენება
სვანეთი – „ესენი წიწვიან ხეებზეა, განსაკუთრებით იყენებდნენ მონადირეები, გამოქვაბულებში როცა რჩებოდნენ დაიფენდნენ და წვებოდნენ ზედ რადგან ეს ინარჩუნებს ტემპერეტურას. ამას სვანურად ქვია წიწვიანი ხის ჯაგარი, ფიმფოუს, ეს ქართულად არის კაცი ხშირი თმებით და წვერებით, ამით ანთებდნენ ცეცხლს და თბებოდნენ ცივ ზამთარში, ძირითადად მონადირეები“ [1]; „ხეებზე არის წვერებივით, გამხმარი ხეების დასაწვავად ვიყენებთ, ცეცხლი კარგად ეკიდება, ზამთარში ტყეში რომ ვართ წვიმა და სიცივე რომაა ცეცხლს ვუკიდებთ და კარგად იწვის, კარგი სუნიც აქვთ“ [2]. თუშეთი – „ხის ხავსია, საღებავად ვიყენებთ, ოქროსფერ-ყვითელი გამოდის“ [3]; „ფიჭვის ხავსია, სამღებრო საქმეში იყენებენ მომწვანო ფერი გამოდის“ [4].
წყაროები
- … 2014. … მესტია. 2. გულბანი, ი. 2014. სოფ. დუცი, მესტია. 3. მელაიძე, ქ., იჭრიაული, ნ. 2014. სოფ. ალვანი, ახმეტა. 4. ბახტურიძე, ც. 2014. … 5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.

