ადგილობრივი სახელწოდება
ხის ხავსი (თუშ.) [1], ფიჭვის ხავსი (თუშ.) [2]
მორფოლოგიური აღწერა
თალუსი თითქმის ბუჩქისებრ-დატოტვილი, ნაკვთები წამოწეული ან მეტნაკლებად მჭიდროდ მიმაგრებული სუბსტრატზე. ზემოთა ზედაპირი ნაცრისფერი ან მუქი ნაცრისფერი, ზოგჯერ გლუვი, მეტწილად კი ხშირი მსხვილი ჩხირისებრი იზიდიებით, ქვემოთა ზედაპირი შავი, ლილისფერი ელფერით და ძალიან იშვიათი რიზოიდებით ან მათ გარეშე. თალუსის ნაკვთები გოფრირებული, დიქოტომიურად ძლიერ დატოტვილი და სუსტად, უფრო ხშირად მხოლოდ ფუძით შეზრდილი სუბსტრატთან. აპოტეციუმები 5-10 მმ დიამეტრის, სპორები 7-10 X 4 -5 მკმ.
ჰაბიტატი
ხემცენარეთა მერქანზე, დამპალ ხეებზე და ხავსიან ქვებზე.
გავრცელება
აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, აჭარა, ქართლი, მთიულეთი, კახეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი [3].
ტრადიციული გამოყენება
თუშეთი – „ხის ხავსია,საღებავად ვიყენებთ, ოქროსფერ-ყვითელი გამოდის“ [1]; „ფიჭვის ხავსია, სამღებრო საქმეში იყენებენ მომწვანო ფერი გამოდის“ [2].
წყაროები
- მელაიძე, ქ., იჭრიაული, ნ. 2014. სოფ. ალვანი, ახმეტა. 2. ბახტურიძე, ც. 2014. … 3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.

