Sparassis crispa (Wulfen) Fr.

Sparassis crispa (Wulfen) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Sparassis crispa (Wulfen) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ღაჟაჟო (1), ჯღიბლა (თუშ.) (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — მომრგვალო, 10–60 სმ. დიამეტრის და მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს, დატოტვილი, თითოეული ტოტი 2–5 სმ. სიგრძის, ბრტყელი და დახუჭუჭებული, თეთრი ან მოყვითალო. ზოგიერთი ეგზემპლარის წონა 6–10 კგ-მდე აღწევს. ფეხი — თეთრი, ფესვისებრ წაგრძელებული, 5–10 სმ. სიგრძის. რბილობი — თეთრი, თავიდან მყიფე, შემდეგ უხეში, მძაფრი სპეციფიური სუნით. ახასიათებს ნიგვზის გემო. სპორები — ელიფსისებრი, გლუვი, დიდი ცხიმოვანი წვეთით, სპორების მტვერი მოყვითალო, 4.5–7 X 3–4.5 მკმ.
ჰაბიტატი — ძირითადად იზრდება ფიჭვის ფესვებზე, იშვითად ნაძვზე და სოჭზე. აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით. იწვევს ფესვების და მერქნის ლპობას.
გავრცელება — საქართველოს ყველა რეგიონში (3).

გამოყენება

საჭმელად გამოიყენება ნედლი. ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ (1).

თუშეთი — „თუ ტყეში დაინახე ჯღიბლა სოკო, რომელიც ჯერ პატარაა, ახლოს არ უნდა მიხვიდე, რადგან თუ შეხედავ აღარ გაიზრდება, არადა დიდი ექვს კილომდეც კი არის, ადგილს დაიმახსოვრებ და მერე მიხვალ. აქვს ნიგვზიანი კერძის გემო (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. ასაბაშვილი, პ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.