Sarcodon imbricatus (L.) P. Karst.

Sarcodon imbricatus  (L.) P. Karst.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Sarcodon imbricatus  (L.) P. Karst.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ირემა-სოკო, ზღარბა-სოკო (1).

აღწერა

ქუდი — 4–20 სმ-მდე დიამტრის, მურა ფერის, ზედაპირი თავიდან სწორი, შემდეგ კი ჩაზნექილი, კიდეები შეკეცილი, დაფარულია სქელი, დიდი, კონცენტრულად განწყობილი მუქი ყავისფერი ქერცლებით. ფეხი — 2–8 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სიგანის, ცილინდრული, ზევით თეთრი, ძირისკენ ყავისფერი. ჰიმენოფორი — ქუდი ქვევიდან დაფარულია ფეხისკენ დაღმავალი წაწვეტილი ეკლებით, 5–6 მმ-მდე სიგანის, თავიდან თეთრი, შემდეგ მოყავისფრო. რბილობი — თავიდან ხორცოვანი, მოთეთრო, სპეციფიკური სუნით, მომწარო, შემდეგ რბილობი ხდება მშრალი და მაგარი, მძაფრი უსიამოვნო სუნით. სპორები — თითქმის სფეროსებრი, ხორკლიანი, მუქი ყავისფერი, 5–8.5 X 5–7.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან ტყეში, განსაკუთრებით ფიჭვნარში, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩობაში, ნედლი (2).

წყარო

  1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  2. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).