Russula virescens (Schaeff.) Fr.

Russula virescens (Schaeff.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula virescens (Schaeff.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ხახვილო (1), ხახვილო (იმერ. რაჭ.) (2).

აღწერა

ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ — გაშლილი, ხორციანი, მეჭეჭებიანი და დახეთქილი ზედაპირით, ჭუჭყიანი მოლურჯო-მომწვანო. ფირფიტები ხშირი, თითქმის თავისუფალი, კრემისფერი, ზოგჯერ მურა ლაქებით. ფეხი — 5–10 სმ-მდე სიგრძის და 2–3 სმ-მდე სისქის, მკვრივი, ცილინდრული, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. რბილობი — მაგარი, თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, სუსტად გამოხატული კაკლის გემოთი. სპორები — ელიფსურ-კვერცხისებრი, ხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6–7 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული (1).

იმერეთი — „ხახვილო ყველაზე გემრიელი სოკოა ხრაშუნა სოკოებიდან“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. სივაძე, ნ. (2016) სოფ. კორბოული, საჩხერე.