Russula vesca Fr.
ფოტო: Russula vesca
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula vesca Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

დათუნია (1).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამოზნექილი, შემდეგ — გაშლილი, კიდეები დაღარული ან სადა, ხორცისფერ-მოწითალოდან მურამდე. ფირფიტები ხშირი, შეზრდილი, ჯერ თეთრი, შემდეგ ღია კრემისფერი. ფეხი — 4–8 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, მკვრივი, ცილინდრული, ძირისკენ შევიწროვებული, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. რბილობი — მაგარი, თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე, სუსტად გამოხატული კაკლის გემოთი. სპორები — კვერცხისებრი, წვრილხორკლიანი ზედაპირით, უფერული, 6–8 X 5–7 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — აფხაზეთი, სვანეთი, ჯავახეთი (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).