Russula rosea Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula rosea Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

წითელკაბა (წითლიო) (1), ქვეშწითელა (გურ.) (2).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ — გაშლილი, მშრალი ზედაპირით, წითელი, ცენტრში ღია, კიდეებისკენ უფრო მუქი. ფირფიტები ხშირი, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. ფეხი — 4–7 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, მოთეთრო ან ღია კრემისფერი, ძირისკენ მოვარდისფრო ელფერით. რბილობი — მკვრივი, თეთრი, ზოგჯერ ჰაერზე მუქდება. სპორები — სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, 7 X 9 მკმ. დიამეტრის.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალიც და დამწნილებულიც (1).

კახეთი — „წითლიოს ვაგროვებთ ღვინასთან ერთად“ (4), „წითელკაბა იცის ბლომად ჩვენკენ, წითელქუდასაც ვეძახით“ (5).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. ჩადუნელი, ზ. (2015) სოფ. გურგენიანები, ლაგოდეხი.
  5. მზექალაშვილი, ბ. (2015) ყვარელი.