Russula lutea Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula lutea Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ფქვილიო (1), ქფილიო (ზემ. იმერ.) (2), ფქვილო (რაჭ.) (3), ფქვილუე (ლეჩხ.) (4).

აღწერა

ქუდი — 2–8 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილი, შემდეგ — გაშლილი, წებოვანი ზედაპირით, მოყვითალო, კიდეებისკენ უფრო მოვარდისფრო. ფირფიტები ხშირი, თითქმის თავისუფალი, მოყვითალო ან ღია მონარინჯისფრო. ფეხი — 2–4 სმ-მდე სიგრძის და 0.6–0.8 სმ-მდე სისქის, თხელი, მყიფე, ცილინდრული, მოთეთრო ან ღია კრემისფერი, მოგვიანებით მოყვითალო-მონაცრისფრო ელფერით. რბილობი — ფაშარი, თეთრი, ზოგჯერ მოყვითალო. სპორები — კვერცხისებრი, ხორკლიანი ზედაპირით, 8–11 X 7–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5)

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული (1).

რაჭა — „ფქვილო საჭმელი სოკოა, მოყვითალო ფერის“ (3). იმერეთი — „ყვითელი სოკოებია, ფქვილოს ვეძახით, ხრაშუნა სოკოებთან ერთად ვაგროვებთ“ (6).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  4. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  6. ჭიღლაძე, მ. (2016) სოფ. სარეკი, საჩხერე.