ადგილობრივი სახელწოდება
ყვითელი საჩეჩელა (1), საჩეჩელა (რაჭ.) (2), ბაწარა (ზ. იმერ.) (3), ჩიჩილა, ბაწარა (ბორჯომის რ.) (4), ირმის რქა (იმერ.) (5), ირმის ჩხა (კახ.) (6).
აღწერა
ნაყოფსხეული — ბუჩქისებრი, კაშკაშა ყვითელი, 10–20 სმ-მდე სიმაღლის, 10–15 სმ-მდე დიამეტრის, ძლიერ დატოტვილი, ტოტები მეჩხერადაა განწყობილი, მოკლე, ირმის რქასავით დატოტვილი, ბოლოებში ბლაგვი წვერით. რბილობი — მოყვითალო, მყიფე, მოტკბო სუნით. სპორები — ცილინდრული, 8–10 X 3–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ზაფხულში და შემოდგომაზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში.
გავრცელება — იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი.
გამოყენება
საჭმელად გამოიყენება ნედლი (1).
საჩეჩელა — ყვითელი ფერის სოკოა, თავი საჩეჩელის კბილებს მიუგავს (2).
ბაწარა — ოქროსფერი სოკოა ერთბაშად ამოდის ბევრი და ბაწარივით გაებმება (3).
კახეთი — „ირმის ჩხა — 10–12 კგ. გამოდის ერთი ცალი. სულ ყვითელია, სავარცხელივითაა, ხორცივით გემრიელია“ (6). გურია — „ჭუჭკუტა არის ირემა სოკო, ჩვენთან არის, არ ვჭამ საქონელი ჭამს“ (7). ჭუჭკუტაი — „ბალახია ხავსივით დადებული მიწაზე, საქონელი ჭამს ხმარობენ მუწუკის დასამწიფებლად“ (8). იმერეთი — „ბაწარა სოკო ძალიან გემრიელია, ყვითელი ფერისაა, შორიდან რომ გახედავ, თითქოს ბევრი ბაწარი ერთად შეუკრიათო“ (9).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- შარაშიძე, გ., წერეთელი, ბ., ალავიძე მ. (1938) ქართველურ ენათა ლექსიკა (გურული, ზემოიმერული, ლეჩხუმური). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი აკად. ნ. მარის სახელობისა. თბილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ჭიღლაძე, მ. (2016) სოფ. სარეკი, საჩხერე.
- წიგნაძე-ბრეკაშვილი, ლ. (2015) ზემო ბოდბე, სიღნაღი.
- ხუხუნაიშვილი, თ. (2016) ლანჩხუთი.
- იმნაიშვილი, გრიგოლ. 2006. გურული დიალექტი: შესწავლის ისტორია, გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები ლექსიკონითურთ. არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი: უნივერსალი.
- მიროტაძე, ი. (2016) ჭიათურა.

