ადგილობრივი სახელწოდება
ნიორა სოკო (1).
აღწერა
ქუდი — 1–3 სმ-მდე დიამეტრის. ბრტყლად ამოზნექილი, ცენტრში ჩაჭყლეტილი, დამახასიათებელი ბორცვაკით, ზოლიან-ნაოჭიანი, გლუვი ზედაპირით, ღია მოყავისფრო-თამბაქოსფერი, ბეჟი, ზოგჯერ მკრთალი მოვარდისფრო ან ორაგულისფერი ელფერით. ფირფიტები ხშირი, ვიწრო, მოთეთრო. ფეხი — 3–6 სმ-მდე სიგრძის და 0.1–0.3 სმ-მდე სისქის, ცენტრალური, ცილინდრული, ძირისკენ შებუსვილი, ქუდის ფერი, ღრუ-ხრტილოვანი. რბილობი — ძალიან თხელი, ქუდის ფერი, მკვეთრად გამოხატული ნივრის სუნით და გემოთი. სპორები — ელიფსური, უფერული, 8–9 X 4–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჩამოცვენილ გამხმარ ტოტებსა და წიწვებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ნივრის შემცვლელი — კერძის შესანელებლად (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

