Hypholoma lateritium (Schaeff.) P. Kumm.

Hypholoma lateritium (Schaeff.) P. Kumm.
ფოტო: Hypholoma lateritium
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Hypholoma lateritium (Schaeff.) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ცრუმანჭკვალა (1).

აღწერა

ქუდი — 4–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად გუმბათისებრი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი და რამდენადმე გაშლილი, მონარინჯისფრო, მოწითალო-აგურისფერი, კიდეებისკენ მოყვითალო აბლაბუდისებრ-ბოჭკოვანი ნაფიფქით. ფირფიტები ფეხთან შეზრდილი, თავდაპირველად მოთეთრო, ღია მოყვითალო ან ღია გოგირდისფერი-მოყვითალო, შემდეგ მოყვითალო-მომწვანო-მონაცრისფრო, ზოგჯერ ზეთისხილისფერი ან მოშავო-მოიისფრო შეფერილობის. ფეხი — 4–12 სმ-მდე სიგრძის და 0.8–2 სმ-მდე სისქის, ძირისკენ შევიწროვებული, მოყვითალო, ძირში მოყავისფრო. რბილობი — მკვრივი, შედარებით სქელი, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი, მწარე გემოთი. სპორები — ელიფსური, გლუვი, მოიისფრო-მოყავისფრო, 6–7 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფებად, გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ჩამოცვენილ ტოტებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

შხამიანი სოკოა (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).