Hericium coralloides (Scop.) Pers.

Hericium coralloides (Scop.) Pers.
ფოტო: Hericium coralloides
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Hericium coralloides (Scop.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ირმის ბაწარა (1).

აღწერა

ნაყოფსხეული — ფორმისა და ზომის მიხედვით ვარირებს, როგორც წესი 8–20 სმ-მდე დიამეტრის, ძლიერ დატოტვილი, მარჯნისებრი ფორმის, ტოტები დაფარულია გრძელი წაწვეტებული ეკლებით, რომლებიც მიმართულია ქვემოთ, მოთეთრო-კრემისფერი ან ღია მოყვითალო შეფერილობის, მოგვიანებით ზოგჯერ უფრო უფრო მუქი, მოყვითალო-მოყავისფრომდე. რბილობი — თავიდან თეთრი, შემდეგ მოყვითალო, განსაკუთრებული სუნის გარეშე, ოდნავ მომწარო გემოთი. სპორები — სფეროსებრი, გლუვი ან ოდნავ ხაოიანი, უფერული, 3.5–4.5 X 3–3.5 მკმ. დიამეტრის.
ჰაბიტატი — იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე, გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე.

გავრცელება — საქართველოს ყველა რეგიონში (2).

გამოყენება

საჭმელად გამოიყენება ნედლი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).