Helvella lacunosa Fr.
ფოტო: Helvella lacunosa
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Helvella lacunosa Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

უნაგირა სოკო (1).

აღწერა

ქუდი — 2–8 სმ-მდე დიამეტრის. შუაში ჩაზნექილი, უნაგირის მსგავსი ფორმის. ქუდის კიდეები თავისუფალი, იშვიათად ფეხთან ოდნავ შეზრდილი, გლუვი ან დანაოჭებული ზედაპირით, მონაცრისფრო-ლეგა, მურა-ნაცრისფერი, რუხი-მოყავისფრო, ყომრალი. ფეხი – 2–10 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, სიგრძივ დაღარული, მონაცრისფრო-ლეგა, მურა-მოყავისფრო. სპორები — ელიფსური, გლუვი ზედაპირით, 15–20 X 10–13 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში, უმეტესად წიფლნარში. გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გავრცელება — აფხაზეთი, კახეთი, თიანეთი (2).

გამოყენება

პირობითად საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი, 25-30 წთ. ხარშვის შემდეგ, ნახარში წყალი იღვრება (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).