ადგილობრივი სახელწოდება
მაისის სოკო (1).
აღწერა
ქუდი — 5-10 სმ-მდე დიამეტრის. ბრტყლად ამოზნექილი, მშრალი, ოდნავ ბოჭკოვანი, მოთეთრო ზედაპირით, მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი შეფერილობის, იშვიათად მიწისფერ-მოჟანგისფრო-მოყვითალო. ხშირი, მოთეთრო, შეზრდილი ფირფიტებით, ფეხი — ცილინდრული, 5-8 სმ-მდე სიგრძის და 1-2 სმ-მდე სისქის, ძირისკენ ზოგ შემთხვევაში შედარებით ვიწროვდება, ზოგ შემთხვევაში შედარებით ფართოვდება, მოთეთრო, მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი, ძირისკენ ხშირად ოხრა ან მოჟანგისფრო-ოხრა შეფერილობის. რბილობი — თეთრი, მკვრივი და სქელი, ფქვილისთვის დამახასიათებელი სუნითა და გემოთი. სპორები — ელიფსური, უფერული, 5–6 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში და ტყისპირებში, მდელოებსა და მინდვრებში, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.
გავრცელება — კახეთი (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
