Amanita citrina Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Amanita citrina Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ბილწა სოკო (1).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის, სქელხორცოვანი, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ გაშლილი, მოყვითალო-მონაცრისფრო ან მომწვანო შეფერილობის, ზოგჯერ მოთეთრო-ჭუჭყისფერი, ზედაპირზე მოთეთრო ქერცლებით. ფირფიტები ხშირი, თავისუფალი, ვიწრო, მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო კიდეებით. ფეხი — 5–12 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ოდნავ შებუსვილი ზედაპირით, თეთრი ან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებული, ძირში ბოლქვისებრ გასქელებული. რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო, დამახასიათებელი ფენოლის არასასიამოვნო სუნით (ე.წ. „აფთიაქის სუნი“). სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 6 X 9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მინდვრებში, ბაღ-პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

შხამიანი სოკოა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).