Piptoporus betulinus (Bull.) P.Karst.

Piptoporus betulinus (Bull.) P.Karst.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Piptoporus betulinus (Bull.) P.Karst.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

არყის სოკო (1) არყის ზოკო (ხევს.) (თუშ.) (ფშა.) (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — თავიდან ბურთისებრი, შემდეგ ბალიშის ფორმის ან ნიჟარისებრი, 20 სმ-მდე დიამეტრის. თავიდან მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო — ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულება აქვს. რბილობი — თეთრი, მომწარო, სოკოს სუნით. სპორები — ცილინდრული, მოხრილი, უფერული, 4.5–6 X 1.3–1.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება გამხმარ და ცოცხალ არყის ხეებზე, სუბალპურ ტყეებში, მთელი წელი.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).

გამოყენება

არყი ისხამს და ამ სოკოსგან ბურთებს თლიან ბალღები. აბედსაც აკეთებენ (ხევსურეთში), არ იჭმევა (2), წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსგან სათამაშო ბურთებს თლიდა (1), ხოკრებს (სკებს) სათვალეებში შაუბოლებენ არყის ზოკოს (3).

თუშეთი — „არყის ხეზე იზრდება თავიდან თეთრი, მერე მუქდება, ჩემ ბავშვობაში სახსრების წამალს აკეთებდნენ, მე არ მახსოვს როგორ“ (5).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  3. ჭინჭარაული, ა. (2005) ხევსურული ლექსიკონი. საქ. მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი. – თბილისი.
  4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  5. ბაკურაძე, ვ. (2014) ომალო, თუშეთი.