Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland

Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Pleurotus cornucopiae (Paulet) Rolland
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მაჩალო (1).

აღწერა

ქუდი — 4–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრი, მოთეთრო, მკრთალი მონაცრისფრო-კრემისფერი-მურა. ფირფიტები დაღმავალი, მოთეთრო-კრემისფერი. ფეხი — 2–5 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ექსცენტრული ან ცენტრალური, ძირისკენ ქეჩისებრი ზედაპირით, მოთეთრო. რბილობი — მოთეთრო, ფქვილის სუნით. სპორები — ცილინდრული ან მოგრძო-ელიფსური, მოთეთრო, ღია კრემისფერი ან უფერული, 8–11 X 3.5–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

თიანეთი — „მაჩალო ხეთამხალს გავს ოღონდ, მაჩალო გაზაფხულზეა და მოთეთრო ფერისაა“(3). კახეთი — „მაჩალო გაზაფხულზეა, გვალვის დროს მაჩალო არ არის“ (4).

შენიშვნა:მაჩალოს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში იყენებენ საკვებად.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  3. მამადაშვილი, თ. (2014) თიანეთი.
  4. ბაწილაშვილი, ბ. (2015) ყვარელი.