Craterellus cornucopioides (L.) Pers.

Craterellus cornucopioides (L.) Pers.
ფოტო: Craterellus cornucopioides
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Craterellus cornucopioides (L.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ძაბრა სოკო (1) ძაბრასოკო (მეგ.) (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — ძაბრისებრი, ძირისკენ თანდათან წვრილდება, 3–6 სმ-მდე სიგანის და 5–11 სმ-მდე სიმაღლის, გარეთა ზედაპირი გლუვი ან ოდნავ ნაოჭიანი, მონაცრისფრო-მოლურჯო, შიგნითა ზედაპირი მურა ნაცრისფერი, მოშავო, ოდნავ ქერცლოვანი. რბილობი — თხელი, ელასტიური, მოშავო ფერის, განსაკუთრებულად გამოხატული სუნისა და გემოს გარეშე. სპორები — ელიფსური ან კვერცხისებრი, გლუვი, უფერული, 11–13.5 X 6.5–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე, ნიადაგზე, ტენიან ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი, ნედლი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).