

ადგილობრივი სახელწოდება
ზამთრის მანჭკვალა (1), ზამთრის სოკო (2).
აღწერა
ქუდი — 2–10 სმ-მდე დიამეტრის. ბრტყელი, მოყვითალო, ცენტრისკენ მოყავისფრო, ლორწოვანი ზედაპირით. ფირფიტები მეჩხერი, მოვარდისფრო-ორაგულისფერი, ღია ლიმნისფერი ელფერით, განიერი. ფეხი — 4–9 სმ-მდე სიგრძის და 0.5–1 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ძირში დავიწროვებული, ბოჭკოვან-ხავერდოვანი, ქუდისკენ მოყვითალო, ძირისკენ მურა-მოყავისფრო. რბილობი — თხელი, მოთეთრო-მოყვითალო. სპორები — ელიფსურ-ცილინდრული, უფერული, 6–9 X 3–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფურად, დამპალ ხეებზე, უმეტესად ვერხვსა და ტირიფზე. ზოგჯერ ზაფხულის ბოლოდან, უფრო ხშირად გვიან შემოდგომიდან, ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).