

ადგილობრივი სახელწოდება
ლურჯანა (1).
აღწერა
ქუდი — 4–14 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცულ-ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბალიშისებრი. უმეტესად მუქი იისფერი, ზოგჯერ მოიასამნისფრო-მოიისფრო, ხავერდოვანი მეწამულ-მელნისფერი. ბოჭკოვანი ქერცლებით დაფარული ზედაპირით. ფირფიტები ბრტყელი, მეჩხერი, ფეხთან შეზრდილი. ფეხი — 3–9 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ძირში ბოლქვისებრ გამსხვილებული. უმეტესად მუქი იისფერი, ზოგჯერ მურა-მოიისფრო. რბილობი — მოთეთრო-მოცისფრო, მოიისფრო ან მონაცრისფრო-მოიისფრო, დამახასიათებელი სუნის გარეშე. სპორები — ელიფსური, ნუშისებრი ფორმის, ხორკლიანი ზედაპირით, ოხრა-ჟანგისფერი ან მურა-ჟანგისფერი ელფერით, 11–13 X 6.5–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც ფოთლოვან, ასევე, წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — აფხაზეთი, სვანეთი, ჯავახეთი (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი (1).
კახეთი — „ლურჯანას ჩვენ არა თელავისკენ აგროვებენ“ (3).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ბაწილაშვილი, ბ. (2015) ყვარელი.