ადგილობრივი სახელწოდება
მგლის სოკო (1), მგლი სოკო (ჯავ.) (2).
აღწერა
ქუდი — 2–14 სმ-მდე დიამეტრის. ზარისებრი, კიდეებთან ბოჭკოვან-ზოლიანი. ზედაპირი მბზინავი ქერცლებითაა დაფარული, რომლებიც მოგვიანებით ქრება. მოყვითალო-მურა ან მოყვითალო-მოყავისფრო. ფირფიტები თავიდან მოთეთრო შეფერილობის, შემდეგ მუქდება და მოშავო შეფერილობას იძენს. ფეხი — 3–9 სმ-მდე სიგრძის და 2–5 სმ-მდე სისქის, თანაბარი, ფუყე, მოთეთრო შეფერილობის. რბილობი — თხელი, მოთეთრო-მოჩალისფრო, სოკოს დამახასიათებელი სუნით და სასიამოვნო გემოთი. სპორები — ელიფსური, გლუვი, მოყავისფრო-მოშავო, 7–10 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ნაკელიან ადგილებში, დამპალ ხეებსა და ხექცეულებზე, ასევე, მათ ახლოს, მიმდებარე ტერიტორიაზე, წელიწადის ნებისმიერ დროს.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
ჯავახეთი — „მგლი სოკო, სოკოს ჯიში, საჭმელად უვარგისი (წამლავს)“ (2).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ზედგენიძე, გ. (2014) ჯავახური ლექსიკონი. თბილისი: საუნჯე.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

