Tricholoma aurantium (Schaeff.) Ricken

Tricholoma aurantium (Schaeff.) Ricken
ფოტო: Tricholoma aurantium
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Tricholoma aurantium (Schaeff.) Ricken
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ხოხბისმკერდა (1).

აღწერა

ქუდი — 3–10 სმ-მდე დიამეტრის. ფართოდ ამობურცული, ბრტყლად ამოზნექილი ან თითქმის ბრტყელი, თავდაპირველად ლორწოვანი ან წებოვანი, ჟანგისფერი, ნარინჯისფერი, ან მონარინჯისფრო-მოწითალო, გლუვი ზედაპირით. ფირფიტები შეზრდილი, მოთეთრო-კრემისფერი, მოგვიანებით მოწითალო-მოყავისფრო. ფეხი — 4–8 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, თანაბარი ან ძირში ოდნავ შევიწროვებული, ხშირად ფუყე, ბოჭკოვან-ქერცლოვანი ზედაპირით, ქუდისფერი. რბილობი — თეთრი ან მოთეთრო, ჰაერზე ფერს არ იცვლის, ფქვილის სუნით. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, გლუვი, უფერული, 4–6 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყისპირებში, შემოდგომით.
გავრცელება — ჯავახეთი, კახეთი (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

კახეთი — „შემოდგომისკენ ბევრი იცის ჩვენსა, ძალიან გემრიელია, ბაზარშიც ყიდიან ხოლმე“(3).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  3. ბლუაშვილი, გ. (2015) თელავი.