Russula adusta (Pers.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula adusta (Pers.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მურა სოკო (1), შავჩოხა-სოკო, ჩოხიო, ჩოხაშავა (იმერ.) (2).

აღწერა

ქუდი — 5–25 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ გაშლილი, ძაბრისებრი, გლუვი, ზოგჯერ წებოვანი ზედაპირით. მუქი მურა, მოყავისფო ელფერით. ფირფიტები ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, ჯერ მოთეთრო, შემდეგ მონაცრისფრო-ჭუჭყისფერი. ფეხი — 3–6 სმ-მდე სიგრძის და 2–3 სმ-მდე სისქის, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია. რბილობი — თავიდან მოთეთრო, შემდეგ უფრო მუქი. სპორები — ხორკლიანი ზედაპირით, 7–9 X 5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში და ტყის პირებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება დამწნილებული (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).