

ადგილობრივი სახელწოდება
ბებერა სოკო (1).
აღწერა
ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. ბალიშისებრი, სადა, დამსკდარი ზედაპირით, მოყვითალო-მოყავისფრო, მურა-გოგირდისფერი, მუქყავისფრამდე. წვრილფორებიანი. ფირფიტები შეზრდილი, მეჩხერი, ოდნავ დაღმავალი, სქელი და განიერი, ცვილისებრი, მოთეთრო ფქვილისებრი ნაფიფქით. ფეხი — 5–12 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული ან თითისტარისებრი, მოყვითალო, ოხრა-მდოგვისფერი ქერცლებით. რბილობი — რბილი, ღია მოყვითალო, ჰაერზე ღვინისფერი-მოწითალო-მეწამული ან მოიისფრო-მოყავისფრო ხდება, შემდეგ უფრო მუქდება და შავდება. სპორები — თითისტარისებრი, მოყვითალო-ზეთისხილისფერი, 11–18 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად წიფლნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამხმარი და დამუჟუჟებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).