ადგილობრივი სახელწოდება
სავარცხელა (1).
აღწერა
ქუდი — 5–25 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ბრტყლად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ქეჩისებრი, ზოგჯერ ბუსუსებიანი ზედაპირით, მოჟანგისფრო ლაქებით, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. ფირფიტები მეჩხერი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. ფეხი — 2–9 სმ-მდე სიგრძის და 2–5 სმ-მდე სისქის, მაგარი და მკვრივი, ბუსუსებიანი ზედაპირით. რბილობი — თეთრი, მაგარი და მკვრივი, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ სითხეს, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სპორები — სფეროსებრი, წვრილხორკლიანი, უფერული 7.5–9.5 X 6.5–8.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის შემდეგ, მხოლოდ დამწნილებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

