ადგილობრივი სახელწოდება
თავჭედილა (1).
აღწერა
ქუდი — 4–12 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი, მოთეთრო ფიფქებით დაფარული გლუვი ზედაპირით, მოყვითალო-მომწვანო-მურა-ჭუჭყისფერი. ფირფიტები მოთეთრო, ხშირი, ფეხთან შეზრდილი არ არის, ზოგჯერ მურა ლაქებით. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ფუყე, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, კონცენტრული რგოლებით, გააჩნია მოთეთრო საყელო. რბილობი — თეთრი ან მოთეთრო, მყიფე, უსიამოვნო სუნით და მოტკბო გემოთი, გადატეხვისას ჰაერზე ფერს არ იცვლის. სპორები — განიერ-ელიფსური, გლუვი, უფერული-მოთეთრო, 8–13.5 X 6–9.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
შხამიანი სოკოა (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

