ადგილობრივი სახელწოდება
ცხვარიო (1).
აღწერა
ქუდი — 5–18 სმ-მდე დიამეტრის. ბრტყლად ამობურცული, მკვრივი, სქელხორცოვანი, ღრმადდახეთქილი და საკმაოდ დიდი ქერცლებით დაფარული ზედაპირით, მოთეთრო. ფირფიტები ვიწრო, თავდაპირველად თეთრი ან მოთეთრო, მოგვიანებით მურა-მოყავისფრო. ფეხი — 3–4 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, საკმაოდ ფართო, სქელი და მკვრივი, გააჩნია საკმაოდ სქელი საყელო. რბილობი — მოთეთრო, შეხებისას ან გადატეხვისას, ჰაერზე მოყვითალო შეფერილობის ხდება. სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 8–12 X 5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი (2).
გამოყენება
ითვლება კარგ საჭმელ სოკოდ, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
გურია — „ცხვარიო დიდი, თეთრი სოკოა, ქვემოდან ყავისფერი ფირფიტებით, ქამას გავს ოღონდ უფრო დიდია“ (3).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ხუხუნაიშვილი, თ. (2016) ლანჩხუთი.

