Agaricus sylvaticus Schaeff.

Agaricus sylvaticus Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Agaricus sylvaticus Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ტყის ქამა (1), ტყის ქამა სოკო (2).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად კვერცხისებრ-ზარისებრი, შემდეგ — ბრტყლად ამოზნექილი, ხშირად შუაში ბორცვაკით, ხშირი მურა ქერცლებით დაფარული ზედაპირით, ჟანგისფერ-მურა-მოყავისფრო. ფირფიტები თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მოწითალო-მოვარდისფრო, შემდეგ მოყავისფრო-მურა-წაბლისფერი, შემდეგ მუქი ყავისფერი, ბოლოს თითქმის შავი. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 0.5–1.5 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ხშირად ძირისკენ რამდენადმე გაფართოებულ-გამსხვილებული, მოყავისფრო ქერცლებით,  ფეხის შუა ხაზის დონეზე გააჩნია განიერი, თეთრი ან მოთეთრო შეფერილობის საყელო. რბილობი — თეთრი, გადატეხვისას, ჰაერზე მოწითალო-მოვარდისფრო ხდება. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მურა-მეწამული, 4.5–6 X 3–3.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან და შერეულ ტყეში, ადრე ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ.  და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).