Lyophyllum decastes (Fr.) Singer

Lyophyllum decastes (Fr.) Singer
ფოტო: Lyophyllum decastes
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Lyophyllum decastes (Fr.) Singer
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ჯგუფურა (1).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. ბრტყლად ამოზნექილი, ცენტრში ჩაჭყლეტილი, მშრალი, გლუვი ზედაპირით, მურა-მოყავისფრო-მონაცრისფრო ჟანგისფერი ელფერით. ფირფიტები ხშირი, შეზრდილი, ზოგჯერ დაღმავალი, თავდაპირველად მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო ან ღია ჩალისფერი. ფეხი — 5–12 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ზოგჯერ ძირისკენ გამსხვილებული, მოთეთრო (ჭუჭყიანი თეთრი), ზოგჯერ მონაცრისფრო ელფერით. რბილობი — მკვრივი, ბოჭკოვანი, მოთეთრო, ზოგჯერ ღია მონაცრისფრო ელფერით, სუსტად გამოხატული სასიამოვნო სუნით და გემოთი. სპორები — ფართო-ელიფსური ან ბურთისებრი, გლუვი, უფერული, 4 X 6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მდელოებსა და ბაღებში, საძოვრებსა და მინდვრებში, გზისპირებსა და ტყისპირებში, ჯგუფურად, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — თეთრიწყარო (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, დამუჟუჟებული ან დამწნილებული (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).