Lycoperdon pyriforme Schaeff.

Lycoperdon pyriforme Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Lycoperdon pyriforme Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მსხლისებრი გუდაფშუკა (1).

აღწერა

ნაყოფსხეული — უკუღმა მსხლისებრი, ზოგჯერ კვერცხისებრი, ძირისკენ დავიწროვებული ფეხის სახით — 2–5 სმ-მდე სიმაღლის და 1–3 სმ-მდე სისქის. წვრილბუსუსიანი ან ფიფქებით დაფარული ზედაპირით, ჯერ მოთეთრო, შემდეგ მურა-მოყავისფრო შეფერილობის. რბილობი — ჯერ მოთეთრო ან ღია კრემისფერი, შემდეგ მომწვანო-მოყავისფრო ელფერით. სპორები — სფეროსებრი, ნაზხორკლიანი, მურა-მომწვანო, 3 X 4 მკმ. დიამეტრის.
ჰაბიტატი — იზრდება დამპალ ხეებზე და მათ სიახლოვეს, ზოგჯერ დიდ ჯგუფებად, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი და ნორჩი (1).

შენიშვნა: ადგილობრივი მოსახლეობა გვარ Bovista-ს და Lycoperdon-ის უმეტეს წარმომადგენლს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს და ერთი და იგივი სახელს უწოდებს.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).