ადგილობრივი სახელწოდება
ხორკლებიანი გუდაფშუკა (1).
აღწერა
ნაყოფსხეული — უკუღმა მსხლისებრი, ძირისკენ დავიწროვებული ფეხის სახით — 3–8 სმ-მდე სიმაღლის და 3–6 სმ-მდე დიამეტრის. პირამიდისებრი ხორკლებით დაფარული ზედაპირით, ჯერ მოთეთრო, შემდეგ მურა შეფერილობის. რბილობი — მოთეთრო ან ღია კრემისფერი, რბილი, მომწიფებისას მომწვანო-მოყავისფრო ელფერით. სპორები — სფეროსებრი, ნაზხორკლიანი, მურა-მომწვანო ან ზეთისხილისფერი, 3 X 4 მკმ. დიამეტრის.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში, მდელოზე და მინდორში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი და ნორჩი (1).
შენიშვნა — ადგილობრივი მოსახლეობა გვარ Bovista და Lycoperdon-ის უმეტეს წარმომადგენლს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს და ერთი და იგივე სახელს უწოდებს.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

