Clitopilus prunulus (Scop.) P. Kumm.

Clitopilus prunulus (Scop.) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Clitopilus prunulus (Scop.) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ალუბლისძირა (1).

აღწერა

ქუდი — 3–13 სმ-მდე დიამეტრის. ჯერ მრგვლად ამობურცული, შემდეგ ძაბრივით ჩაღრმავებული, ტალღოვანი კიდეებით და შუაში ბორცვაკით. მოთეთრო, მოთეთრო-მოყვითალო ან მოყვითალო შეფერილობის. ფირფიტები თავიდან თეთრი ან მოთეთრო, შემდეგ ხორცისფერი, დაღმავალი. ფეხი — 2–6 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ქუდისფერი, ძირისკენ უფრო წვრილი, ზოლიანი, დამტვერილი ზედაპირით. რბილობი — მოთეთრო, ფქვილისთვის დამახასიათებელი სუნით. სპორები — ელიფსური, ნუშისებრი, სამი სიგრძივი ღარით, მოვარდისფრო, 8–12 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყისპირებში, საძოვრებსა და მინდვრებში, ზაფხულ-შემოდგომით. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).