Hydnum repandum L.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Hydnum repandum L.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ირმისტუჩა (1).

აღწერა

ქუდი — 4–16 სმ დიამეტრის, ბალიშისებრი, ხშირად არასწორი, მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისფერი, ხავერდოვანი. ფეხი — 3–9 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ექსცენტრული, მოკლე, ცილინდრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერი. ჰიმენიუმი — ქუდის ქვედა მხარე დაფარულია ფეხისკენ დაღმავალი ეკლებით, თეთრი ან მოვარდისფრო მოყვითალო, მყიფე. რბილობი — ხორცოვანი, მოთეთრო, სასიამოვნო სუნით, გადაბერებული მაგარია, მომწარო გემოთი. სპორები — თითქმის სფეროსებრი, გლუვი, უფერული, 6.5–9 X 5.5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ნაძვნარებში, ზაფხულში და შემოდგომაზე, შერეულ ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება არყნარებში.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელად ნორჩობაში, ნედლი (2).

წყარო

  1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  2. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).