

ადგილობრივი სახელწოდება
შხამა (1).
აღწერა
ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი, გლუვი ზედაპირით, ზეთისხილისფერი, მოყვითალო-მომწვანო, მურა-წენგოსფერი. ფირფიტები მოთეთრო, რბილი, თავისუფალი. ფეხი — 5–10 სმ-მდე სიგრძის და 0.5–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ფუყე, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, მოთეთრო-მოყვითალო პარკისებრ ვოლვაში ჩამჯდარი, გააჩნია მოთეთრო-მოყვითალო-მომწვანო საყელო. რბილობი — ხორცოვანი, თეთრი ან მოთეთრო, სუსტად გამოხატული მოტკბო სუნით და გემოთი, გადატეხვისას ჰაერზე ფერს არ იცვლის. სპორები — თითქმის სფეროსებრი, ამილოიდური, მოთეთრო-უფერული, 7–12.5 X 6–8.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — აფხაზეთი, კახეთი (2).
გამოყენება
ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი სოკოა (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).