Lycoperdon utriforme Bull. = Calvatia utriformis (Bull.) Jaap

Lycoperdon utriforme Bull. = Calvatia utriformis (Bull.) Jaap
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Lycoperdon utriforme Bull. = Calvatia utriformis (Bull.) Jaap
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ბუშტისებრი თავაკა (1), დათვის ქაჩქაჩი (მოხ.) (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — უფრო ხშირად ამობრუნებული მსხლისებრი, 15–18 სმ-მდე დიამეტრის და 10–15 სმ-მდე სიმაღლის. ძირისკენ ვიწროვდება, თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მურა-მონაცრისფრო, ქერცლოვან-მარცვლოვანი და ბადისებურად დახეთქილი ზედაპირით. რბილობი — თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მურა-მომწვანო ან მუქი მურა შეფერილობის. შიგნითა გარსს თავზე რამდენიმე ნახვრეტი ახასიათებს, რომელიც შემდეგ ფხვნილის სახით იშლება და რჩება ფიალის ფორმის წარმონაქმნი. სპორები — სფეროსებრი, მომწვანო, დაწინწკლული ან სადა ზედაპირით, ზოგჯერ მოკლე დანამატით, 4 X 5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, უმეტესად მდელოებსა და მინდვრებში, ასევე, ტყისპირებშიც, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩი, რბილობის გამუქებამდე (1).

ხევი — „გამხმარი ფუთქურა „დამძრალ ქუსლებზე დედაჩემმა დათვის ქაჩქაჩი დამადვისკე, და ზედ წინდაი შამამაცვისკე“(2), „დათვის ქაჩქაჩი საძოვრებზე იცის ხოლმე, თავიდან დიდი ბურთებივითაა მერე ჯამები რჩება. სანამ მაგარია ვჭამთ“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ღუდუშაური, ი. (2011) მოხეურ სიტყვათა ლექსიკონი. ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბილისი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. ჩქარეული, თ. (2015) დაბა ყაზბეგი.